„დილამ“ მესამე წრე ექვსი ქულით დაიწყო

0
23

გორის „დილამ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 წრეში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

ამჯერად, მე-20 ტურში გორელებმა სტუმრად აუტსაიდერ „სამტრედიას“ აჯობეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ანგარიში 49-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა პაატა ღუდუშაურმა მოედნის სიღრმიდან ნონდისგან კარგი პასი მიიღო და თავად „სამტრედიას“ კარის წინ თორნიკე კაპანაძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა -0:1. მან გორელთა მაისურით მიჯრით მეორე შეხვედრაში გაიტანა.

53-ე წუთზე, „სამტრედიაში“ მიმდინარე კვირაში დაბრუნებულმა ჯემალ გოგიაშვილმა თავის საჯარიმოში ალეფ სანტოსი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი უსმანე კამარამ გამოიყენა – 0:2.

84-ე წუთზე, რომარიკ ეტოუმ ცუდი გადაცემა გაუკეთა ლუკა გუგეშაშვილს, რომელიც კარიდა გამოვიდა და ბურთი უხეიროდ მოიგერია, ხოლო გიორგი ლომთაძემ ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 1:2.

„სამტრედიამ“ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო.