პაპუნაშვილმა და ინჯგიამ „აპოლონში“ თავი გამოიჩინეს

0
14

ლიმასოლის „აპოლონმა“, სადაც ორი ქართველი – შემტევი ნახევარმცველი გიორგი პპაუნაშვილია და გარემარბი რევაზ ინჯგია გამოდიან, ამხანაგურ მატჩში კვიპროსის ჩემპიონ ნიქოზიას „ომონიასთან“ 3:4 დამარცხდა.

„აპოლონმა“ პირველი ტაიმი 1:3 წააგო, ხოლო ქართველები თამაშში შესვენების მერე ჩაერთნენ.

მე-60 წუთზე, „ომონიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პაპუნაშვილმა გამოიყენა.

75-ე წუთზე, „აპოლონის“ ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქის კარის წინ მდგომ ინჯგიას მიუვიდა და ლიმასოლელთა დებიუტანტმა ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა.