ჯაბა კანკავამ ბრატისლავას „სლოვანში“ პირველი გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონმა ამხანაგური თამაში ავსტრიის „ადმირა ვაკერთან“ ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.
კანკავამ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 23-ე წუთზე, როდესაც „სლოვანი“ 2:0 იგებდა, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 75-ე წუთზე შეცვალეს.
კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი გურამ კაშია თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.





