ელიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი ხაბელაშვილია, მწვრთნელი კირკიტაძე

0
35

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელი „გაგრას“ ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი გახდა. ამის შესახებ erovnuliliga.ge  იუწყება.

27 წლის ხაბელაშვილმა მიმდინარე სეზონში გათამაშების ლიდერ „გაგრაში“ 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად გაგრელთა 33 წლის თავკაცი გაგა კირკიტაძე დაასახელეს.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მეორე წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან 7 მოიგე, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული ბოლო 6 თამაშში ქულათა მაქსიმუმი აიღო.

ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლური ნაკრების ასე გამოიყურება:

კერესელიძე („გაგრა“), ლ.ნოზაძე („გაგრა“), ნაჭყებია („ვოტ ჯორჯია“), ბიბილაშვილი („მარტვილი“), გეგია („მარტვილი“), ვეკუა („გაგრა“), ხაბელაშვილი („გაგრა“), სიჭინავა („სიონი“), სამუშია („გაგრა“), გოგოლიძე („მარტვილი“), ქანთარია („მარტვილი“)