ბონუჩი: „ავსტრია ერთი თავით მაღლა დგას თურქეთზე, შვეიცარიასა და უელსზე“

0
15

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველ ლეონარდო ბონუჩის მიაჩნია, რომ ავსტრია იმ სამ გუნდზე ძლიერია, რომელთაც ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ – თურქეთი, უელსი და შვეიცარია.

მან ამის შესახებ 1/8-ფინალში დღეს ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„ავსტრიას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ გუნდს შესაბამისი სათამაშო დონეს აქვს, რომ საუცხოო მატჩი ჩაატაროს. ჩვენც საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია აუცილებელია. მომავალ მატჩში დეტალებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ავსტრიას პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.

ავსტრია იმ სამ გუნდზე ძლიერი, რომლებსაც უკვე შევხდით. ავსტრიელებს გერმანული სათამაშო სტილი აქვთ – აგრესიულობა, კონტრშეტევები, მაღალი ტემპი და პრესინგის. ისინი ერთი თავით მაღლა დგანან გუნდებზე, რომელთაც 1/8-ფინალამდე შევხდით.

არასოდეს გვითქვამს, რომ ვინმეზე ძლიერები ვართ. ჩვენი მწვრთნელის არჩეული გზის გვჯერა და შედეგები ამას ადასტურებს. თუმცა, საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს თუ შევამცირებთ და ბოლომდე არ ვიბრძოლებთ, მაშინ ჩვეულებრივ ნაკრებს დავემსგავსებით. მთავარი გუნდური სულისკვეთებაა“ -ციტირებს ბონუჩის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.