ჰარი კეინი: „ხალხი აზრს სწრაფად იცვლის, არცთუ დიდი ხნის წინ ჩემზე გიჟდებოდნენ“

0
203

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჰარი კეინმა, რომელსაც მიმდინარე ევრო-2020-ზე ჯერ გოლი არ გაუტანია, კრიტიკოსებს უპასუხა.

„კარიერის მანძილზე ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი პირველად არ ეპარებათ. თუმცა, ეს თქვენი მუშაობის ნაწილია. მე უკვე ვთქვი, რომ თავდამსხმელები სხვადახვა პერიოდს გადიან – არის მომენტები, როდესაც ყოველ მატჩში გაგაქვს და ბურთთან შენი ნებისმიერ შეხება გატანილ გოლად იქცევა.

შემდეგ დგება პერიოდი, როდესაც ყველაფერი იდეალურად არაა. შესაძლოა, ამ ტურნირზე ჯერ სწორედ ეს პერიოდი მაქვს.

ხალხი აზრს სწრაფად იცვლის. არცთუ დიდი ხნის წინ „ოქროს ბუცი“ მოვიგე და მსოფლიოში საუკეთესოდ მიმიჩნევდნენ, ხალხი ჩემზე გიჟდებოდა.

საკუთარი თავის რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემი შესაძლებლობის ყოველთვის მჯეროდა. შესაძლოა, 10 ან 15 მატჩი ვერ გავიტანო, მაგრამ შემდეგ მოვძებნი მომენტს, რათა თავი გამოვიჩინო.

საქმე ისაა, რომ სათამაშო ფორმის პიკში შესვლას სწორ დროს ცდილობ. ასეთ ტურნირზე სწორი დრო პლეი-ოფია“ – იუწყება ინგლისური მედია კეინის ნათქვამს.

29 ივნისს, ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ინგლისი უემბლის სტადიონზე გერმანიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.