რუსული მედიის ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ 18 წლის ნახევარმველი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოს“ 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
sport-express.ru იუწყება, რომ გამორიცხული არაა „დინამომ“ ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად რუსეთის პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში გაანათხოვროს.
თუმცა, რეალობა ისაა, რომ გაგნიძე მოსკოველებთან ერთად ორი დღე შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფებოდა, მაგრამ ამჟამად თბილისშია და „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.
შეგახენებთ, რომ დინამოელები აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდებიან – პირველი მატჩი 6 ივლისს თბილისში შედგება, ხოლო საპასხუო 13 ივლისს ბაქოში.
ის ამ სეზონს თბილისის „დინამოში“ ჩაამთავრებს და სავარაუდოდ, მოსკოველებს ზამთარში შეუერთდება.
მან წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
