ურუგვაის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი მოიგო.
A ჯგუფის მე-4 ტურში ოსკარ ტაბარესის გაწვრთნილები ბრაზილიის ქალაქ კუაიაბაში მატეო გროსოს სახელობის სტადიონზე ბოლივიას 2:0 აჯობეს.
შეხვედრის მე-40 წუთზე ანგარიში ხაირო კინტეროსის ავტოგოლით გაიხსნა და ურუგვაიმ ტაიმი 1:0 მოიგო.
შეხვენების შემდეგ ურუგვაელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – 79-ე წუთზე თავი ედინსონ კავანიმ გამოიჩინა.
ურუგვაის 4 ქულა აქვს და 5-გუნდიან ჯგუფში, რომელსაც 7 ქულით არგენტინა ლიდერობს, მე-4 პოზიციაზეა.
ბოლივია უქულოდაა და შესაბამისად ბოლო პოზიციაზეა.
A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ქალაქ ბრაზილიაში „დისტრიტო ფედერალზე“ ჩილე პარაგვაისთან 0:2 დამარცხდა.
პარაგვაელებიდან 33-ე წუთზე ანგარიში ბრაიან სამუდიომ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მიგელ ალმირონმა პენალტი გაიტანა და პარაგვაიმ ჯგუფში მეორე თამაში მოიგო, ხოლო ჩილე პირველად დამარცხდა.
პარაგვაი 6 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო ცილე 5 ქულით – მესამეა.






