უეფამ სტუმრად გატანილი გოლის წესი გააუქმა.
დღეს, უეფამ თავის ოფიციალურ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2021-2022 წლების სეზონში მისი ეგიდით ჩატარებულ საკლუბო ტურნირებში სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ იმოქმედებს.
იმ შემთხვევაში თუ ორი მატჩის ჯამში გუნდებმა გოლების ერთნაირი რაოდენობა გაიტანეს, მაშინ ორ დამატებითი 15-წუთიან ტაიმებს ითამაშებენ და გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში, პენალტების სერია დაინიშნება.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მიღებული გადაწყვეტილება ასე ახსნა:
„სტუმრად გატანილი გოლი უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირების განუყოფელი ნაწილი 1965 წლიდან იყო. თუმცა, მისი გაუქმების საკითხი ბოლო წლებში ბევრ სხდომაზე განიხილებოდა. ბევრი მწვრთნელი, გულშემატკივარი და საფეხბურთო ფუნქციონერი ამ წესის სამართლიანობას ეჭვის თვალით უყურებდა და მის შეცვლას ითხოვდა.
ამჟამად, სტუმრად გატანილი გოლის წესი თავდაპირველ ჩანაფიქრს ეწინააღმდეგება. ფაქტობრივად, ის მასპინძელ გუნდებს შეტევის საშუალებას არ აძლევდა, განსაკუტრებით პირველ ტაიმში. მათ ეშინიათ გოლის გაშვების, რომელიც მეტოქეს საკვანზო უპირატესობას მისცემს. ასევე წეს აკრიტიკებენ უსამართლობის მომენტის გამო, რადგან მასპინძელმა გუნდმა გოლის გაშვების შემთხვევაში ორი უნდა გაიტანეს. განსაკუთრებით ეს დამატებით დროს ეხება.
მასპინძელი გუნდი უპირატესობა ისეთივე მნიშვნელოვანი არაა, როგორც ადრე. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, უეფას აღმასრულებულმა კომიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ სტუმრად გატანილი გოლი უფრო ფასეული აღარაა, ვიდრე ის რომელსაც საკუთარ მოედანზე გაიტან“ – ციტირებს ჩეფერინს უეფას პრესსამსახური.
