ჩეხეთის მწვრთნელი: „რაც გვსურდა იმას მივაღწიეთ“

0
39

ტომაშ შილგავის მიაჩნია, რომ ჩეხეთის ნაკრებმა ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე იმას მიაღწია, რასაც გეგმავდა.

მან ამის შესხებ D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ ინგლისთან 0:1 წაგებისა და 1/8-ფინალში გასვლის მერე ისაუბრა.

ჯგუფიდან ერთი ტურით ადრე გავედით და ინგლისთან პირველი ადგილისთვის ვიბრძოდით. ამას პოზიტიურად ვაფასებთ, რადგან რაც გვსურდა იმას მივაღწიეთ.

როდესაც საკა და სტერლინგი ბურთით გარბოდნენ, მათი შეჩერება ძალიან ძნელი იყო. გოლის მომენტში სტერლინგი საერთოდ ვერ შევაკავეთ.

ჩვენს კარზე ზეწოლას შეხვედრის დასაწყისიდან ველოდით და საბოლოოდ ასეც მოხდა. ინგლისის ნაკრებს ანგარიშის გახსნა სწრაფად სურდა და ეს მოახერხა“ – ციტირებს ჩეხ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.