ქალთა ლიგის მე-11 ტურის მატჩი ჩაიშალა

0
19

22 ივნისს დაგეგმილი ქალთა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩი ნიკე – ლანჩხუთი ჩაიშალა. მასპინძელმა გუნდმა თამაშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

უახლოეს მომავალში, აღნიშნულ ფაქტს სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი განიხილავს.