გორის „დილამ“ ზედიზედ სამი მატჩის ვერმოგების (2 წაგება და 1 ფრე) შემდეგ, სამი ქულა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში საშინაო მატჩში აიღო.
გორელები „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის მეორე ნახევრის გაანხლებიდან 9 წუთში, ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან პასი სტუმართა კარის შორეულ ძელთან გააკეთა, სადაც ყველაზე თორნიკე კაპანაძემ დაასწო და აკრობატულ ნახტომში გაიტანა.
62-ე წუთზე, თამაში შეჩერდა, რადგან განათების სისტემას პრობლემა შეექმნა, რომელიც 5 წუთში მოგვარდა.
„შუქურას“ საქართველოს ჩემპიონატში მიჯრით 9 თამაშია არ მოუგია – 5 წაგება და 4 ფრე.
