„ბარსელონამ“ მემფის დეპაის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ 27 წლის ნიდერლნდელი კონტრაქტს 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
„ლიონის“ ყოფილი თავდამსხმელი „ბარსაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. მას ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება.
გასულ სეზონში დეპაიმ „ლიონის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
