არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე პირველი მატჩი მოიგო.
ქალაქ ბრაზილიაში სტადიონ „დისტრიტო ფედერალზე“ A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში არგენტინელები ურუგვაის დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
მატჩში ერთადერთუ გოლი მე-13 წუთზე გვიდო როდრიგესმა გაიტანა, რომელმაც ლიონელ მესის გადაცემა გამოიყენა.
იმავე ჯგუფში ჩილე ბოლივია შეხვდა და ასევე 1:0 აჯობა. კუაიაბაში არენა „პანტანალზე“ გამართულ შეხვედრის მე-10 წუთზე გოლი ბენჯამენ ბრერეტონმა გაიტანა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილი არგენტინა 4 ქულით 5-გუნდიან A ჯგუფში პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე ჩილეა.





