გურამ კაშია თბილისის „ლოკომოტივიდან“ წავიდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის თქმით, დღეს „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს დაემშვიდობა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.
თუმცა, კაშიას არ დაუკონკრეტებია რომელ კლუბში ითამაშებს, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა და მისთვის ყველაზე მისაღები შეარჩია.
33 წლის ფეხბურთელი „ლოკომოტივს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.





