რონალდუს სარეკორდო მეხუთე ევროპის ჩემპიონატი

0
46

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 5 ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია.

დღეს, ბუდაპეშტში ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიელები უნგრელებს ხვდებიან და რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში. ამრიგად, ფეხბურთის ისტორიაში ის პირველია, ვინც 5 ევროპირველობაზე უშუალოდ მოედანზე გავიდა.

ლეგენდარული ესპანელი მეკარე იკერ კასილასი ასევე 5 ევროპის ჩემპიონატზეა ნამყოფი, მაგრამ 2000 და 2016 წლებში მატჩებს თვალი სათადარიგო სკამიდან ადევნა.

გარდა ამისა, რონალდუმ ევროპის ჩემპიონატებზე 22 მატჩი ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მეორე ადგილზე გერმანიის ნაკრების ექსნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერია 18 თამაშით.