გიორგი შერმადინმა ლიგა ენდესას სეზონი ნახევარფინალით დაასრულა

0
22

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში, სამწუხაროდ, “ბარსელონა” გავიდა. სამწუხაროდ იმის გამო, რომ კატალონელების მეტოქე გიორგი შერმადინის “ტენერიფე” გახლდათ, რომელიც ქართველმა ცენტრმა მთელი სეზონი ატარა და მიიყვანა ფინალის ზღვრამდე, ანუ ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტ მატჩამდე. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა კატალონიის დედაქალაქში გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით – 89:72 დასრულდა.
ესპანური ლიგის წლევანდელი სეზონი საუკეთესო კალათბურთელი (MVP) სასტარტო ხუთეულში იყო, გიორგიმ 22:06 წუთში 8 ქულა ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბარსელონელთაგან საუკეთესო იყო 41 წელს მიტანებული პაუ გასოლი, რომელმაც 15 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
ბარსამ ნახევარფინალური სერია 2:1 მოიგო და საჩემპიონო სერიაში რეალს დაუპირისპირდება. შერმადინის გუნდისთვის კი სეზონი დასრულებულია. ქართველი ცენტრისთვის გასული სეზონი საუკეთესო და ისტორიული იყო. თავის ბრწყინვალე ევროტიტულებს – ევროლიგის ორგზის ჩემპიონობას მან ინდივიდუალური და მეტად წონიანი ტიტული – ესპანეთის ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზი შემატა