„ევერტონს“ ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაწვრთნის

0
24

„ევერტონს“ პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ესპირიტუ სანტუ გაწვრთნის, იუწყება იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ლივერპულელები მთავარი მწვრთნელის გარეშე მას მერე დარჩნენ, რაც კარლო ანჩელოტიმ თანამდებობა დატოვა და სათავეში მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა.

47 წლის პორტუგალიელი „ევერტონთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ინგლისური კლუბი მისი დანიშვნის შესახებ ოფიციალურად უახლოეს ხანში გაანცხადებს.

ნუნუ ესპირიტუ სანტუ „ევერტონში“ 2017 წლიდან მუშაობდა და კლუბიდან 21 მაისს წავიდა.

გასულ სეზონში „ევერტონმა“ პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროთასების მიღმა დარჩა.