შვედეთის ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფირიცირებულნი ნახევარმცველები დეიან კულუსევსკი და მატიას სვანბერგი არიან.
კულუსევსკი გუნდს გიოტებორგში არ გაჰყოლია, ხოლო სვანბერგის ტესტის პასუხი უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
ორივე მოთამაშე იზოლირებულია, ხოლო დანარჩენები დამატებით ტესტებს ჩააბარებენ.
შვედეთის ნაკრების ევრო-2020-ზე პირველ თამაშს 14 ივნისს ესპანეთთან ჩაატარებს.
ესპანელებიც კარანტინში არიან, რადგან გუნდის კაპიტან სერხიო ბუსკეტს კორონავირუსი დაუდგინდა.
