ფეხბურთელებმა პრემიერ ლიგაში საუკეთესოდ დე ბრუინი დაასახელეს

0
8

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი დაასახელეს.

ბელგიელმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში თანაგუნდელებს ილკაი გიუნდოგანს, რუბენ დიაშს, ფილ ფოდენს, ასევე ჰარი კეინს („ტოტენჰემი“) და ბრუნუ ფერნანდეშს („მანჩესტერ იუნაიტედი“) აჯობა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგამ საუკეთესოდ „სიტის“ პორტუგალიელი ცენტრალური მცველი რუბენ დიაში აღიარა.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ფილ ფოდენი აღიარა, ისევე როგორც პრემიერ ლიგამ.