ფეხბურთში ევროპი 21-წლამდელთ ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებმა მოიგო.
შტეფან კუნცის შეგირდებმა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას სტადიონ „სტოჟიცეზე“ პორტუგალიელ თანატოლებს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ბელგიის „ანდერლეხტის“ თავდამსხმელმა ლუკას ნმეჩამ გაიტანა.
გერმანიის ნაკრები ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა და მეორედ გაიმარჯვა – 2019 წელს ესპანეთთან დამარცხდა.
გარდა ამისა, გერმანელებმა ევროპის პირველობა 2017 წელსაც მოიგეს.
საერთო ჯამში, 21-წალმდელთა ევროპის ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში გერმანელები ოქროს მედლებს 3-ჯერ დაეუფლნენ.
მათზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიას აქვთ – 5-5 გამარჯვება.
ლუბლიანაში ჩატარებული ფინალის ქართველი გულშემატკივრებისთვის საყურადღებო იმითაც იყო, რომ ტურნირის არსებობის ისტორაში პირველად გადამწყვეტის შეხვედრა ქართველმა არბიტრებმა იმსაჯეს:
მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობა ლევან ვარამაშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს, მეოთხე მსაჯის მოვალეობა ირაკლი კვირიკაშვილმა შეასრულა.
