რუბენ დიაში პრემიერ ლიგაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

0
29

ინგლისის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი რუბენ დიაში დაასახელს.

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 24 წლის  გამოკითხვაში, რომელშიც პრემიერ ლიგის 20 კლუბის კაპიტნები და საფეხბურთო ექსპერტები მონაწილეობდნენ, პორტუგალიელმა კევინ დე ბრუინს („მანჩესტერ სიტი“), ბრუნუ ფერნანდეშს („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჯეკ გრილიშს („ასტონ ვილა“), ჰარი კეინს („ტოტენჰემ ჰოტსური“), მეისონ მაუნტს („ჩელსი“), მოჰამედ სალაჰს („ლივერპული“) და ტომაშ სოუჩეკს („ვესტ ჰემი“) აჯობა.

„მანჩესტერ სიტიმ“ დიაში ლისაბონის „ბენფიკადან“ შარშან აგვისტოში 68 მილიონ ევროდ შეიძინა.

მან განვლილ სეზონში პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში ერთი გოლი და ერთი ავტოგოლი მიითვალა, ასევე 3 ყვითელი ბარათი მიიღო.

მან „სიტისთან“ ერთად პრემიერ ლიგა მოიგო. მანამდე, დიაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ინგლისის ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა დაასახელეს.