კონსეუსაუმ „პორტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

0
27

პორტუგალიის „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეიუსაუმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

„პორტუს“ პრესსამსახრის ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტის ახალი ხელშეკრულება 2024 წლამდეა გათვალისწინებული.

კონსეისაუ „პორტუს“ 2017 წლიდან ავარჯიშებს. მან გუნდს პორტუგალიის ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა – 2017-2018 და 2019-2020 წლების სეზონში.

გასულ სეზონში კონსეუსაუს გაწვრთნილებმა შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 20-წლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიის პირველობა ლისაბონის „სპორტინგმა“ მოიგო.