ესპანეთი და პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატის ერთად ჩატარებას გეგმავენ

0
58

ესპანეთი და პორტუგალია ფეხბურთში მსოფლიო 2030 წლის ჩემპიონატის ერთად ჩატარებას გეგმავენ.

ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.

5 ივნისს ესპანეთის და პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციების პირველმა პირვებმა ლუის რუბუალესმა და ფერნანდუ სოარეშმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად გადაწყდა, რომ 2030 წელს გასამართი მუნდიალის მასპინზლობისთვის ერთობლივ განაცხადს წარადგენენ.

გარდა ამისა, მხარეები გააფორმეს დეკლარაცია ამ ინიციატივის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, რომელზეც თავისი ხელმოწერები პორტუგალიისა და ესპანეთის პირველმა პირებმა დასვეს.

ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამოცდილება აქვთ. პირენელებმა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 1982 წელს ჩაატარეს.

პორტუგალის რაც შეეხება, ამ ქვეყანამ 2004 წელს ევროპის პირველობა მიიღო.