ქვილითაია და ოქრიაშვილი აპოელში ითამაშებენ

0
20

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი ფეხბურთელი – თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსის აპოელში გააგრძელებენ.

აპოელმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ქართველებთან კონტრაქტების გაფორმება დაადასტურა.

როგორც ქვილითაიამ, ასევე ოქრიაშვილმა ახალ კლუბთან ხელშეკრულებ 3-3 წლით დადეს.

27 წლის ქვილითაიამ გასულ სეზონში „ანორთოსისის“ შემადგენლობაში კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან ფამაგუსტელებთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო.

29 წლის ოქრიაშვილმა გასულ სეზონში ფამაგუსტელთა რიგებში 20-ჯერ იასპარეზა და 9 გოლი მიითვალა.

ამრიგად, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ მხოლოდ 2 ქართველი ლეგიონერი დარჩა – მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი.