მესი: „ეს განსაკუთრებული მატჩი იყო – პირველი მარადონას გარეშე“

0
31

არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამხრეთ ამერიკის ზონაში შინ ჩილეს ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩით კმაყოფილია.

„მას მერე ბევრი დრო გავიდა, რაც ბოლოს ერთად შევიკრიბეთ. დაბრუნება იოლი არ იყო. თუმცა, ჩემი აზრით, პერიოდულად არცთუ ცუდად ვთამაშობდით. შედეგით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ უნდა გავძლიერდეთ. ეს განსაკუთრებული მატჩი იყო – პირველი მარადონას გარეშე. ჩვენ ვიცით მისთვის ეროვნული გუნდი რას ნიშნავდა და ვიცით, ის ჩვენთან იყო“ – იუწყება მესის სიტყვებს არგენტინის ნაკრების ტვიტერი.

არგენტინა- ჩილეს მატჩამდე სანტიაგო დელ ესტეროში მდებარ სტადიონ „ესტადიო უნიკო მადრე დე სუიდადზე“ მარადონას ძეგლი გაიხსნა, რომელიც 2020 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.