ედინ ტერზიჩი: „გვაქვს გეგმა მეტოქე როგორ უნდა დავაზიანოთ“

0
28

ედინ ტერზიჩის განცხადებით, დორტმუნდის „ბორუსიას“ აქვს გეგმა, რომლითაც პსჟ-ს დაზიანება შეუზლია, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ხვალ პსჟ-სთან შინ გასამართ პირველ მატჩამდე ისაუბრა.
„ჯგუფურ ეტაპზე თქვენი პსჟ-სთან სულ სხვა თამაში ნახეთ ჩვენს სტადიონზე. ეს ძალიან ღია მატჩი იყო, რომელშიც გამარჯვებასთან მეტოქეზე ცოტა უფრო ახლოს ვიყავით. პარიზელები ახლა თავისი სათამაშო ფორმის პიკზე არიან და უკეთესად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე მაშინ. მჯერა ვაჩვენებთ, რომ უფრო ძლიერები გავხდით.
პსჟ-ს შეჩერება იოლი არაა. ვფიქრობ, თითოეული მეტოქე ცდილობს კილიან მბაპეს ხელი შეუშალოს, მაგრამ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. კარგია, რომ უკვე ბევრი რამ გადავიტანეთ. ჩვენ ეს გზა დავიმსახურეთ, რადგან რთული მეტოქეების წინააღმდეგობა დავძლიეთ. ზედმეტად არ უნდა მოვინდომოთ, მაგრამ თავდაჯერება საჭიროა. გვაქვს გეგმა მეტოქე როგორ უნდა დავაზიანოთ. ორი „ჩაკეტილი“ თამაში გველოდება“ – იუწყება ტერზიჩის ნათქვამს გერმანული მედია.
„ბორუსია“ – პსჟ-ს დაპირისპირება 1 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი