„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ განმარტა თუ რატომ გადაიფიქრა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან წასვლა.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იანვარში ვფიქრობდი, რომ პასუხისმგებელი ვიყავი იმაზე რაც გუნდში ხდებოდა. ახლა ვითარება შეიცვალა და სწორედ ამიტომ ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას.
„ბარსა“ უპირველეს ყოვლისა. კატალონიელები და კლუბის გულშემატკივრები ძალიან ემოციური არიან. ზოგჯერ ყველაფერი გამოგვდის, ხოლო ზოგჯერ ყველაფერს ვანგრევთ. კლუბის, დეკუს და მოთამაშეების მხრიდან მხარდაჭერა ვიგრძენი“ – იუწყება ხავის ნათქვამს გამოცემა AS.
ლაშა თაბაგარი
