„ლესტერი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა

0
50

„ლესტერმა“ ჩემპიონშიფის 45-ე ტურში სტუმრად ჯეიმი ვარდის დუბლის და კეისი მაკარტირის გოლის წყალობით „პრესტონის“ 3:0 დაამარცხა, რის წყალობით პრემიერლიგის საგზური გაინაღდა. „ლესტერს“ 97 ქულა აქვს და 7 ქულით ასწრებს მეორე ადგილზე მყოფ „ლიდსს“.
„ლესტერი“ პრემიერლიგაში ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ვარდის რაც შეეხება, 37 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონში გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით „ლესტერმა“ 2015-2016 წლების სეზონში ინგლისის პრემიერლიგა არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო.
ლაშა თაბაგარი