ტუხელი: „ანჩელოტი ლეგენდაა, ხოლო „რეალის“ მითიური გუნდია“

0
28

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ კარლო ანჩელოტი ლეგენდარული მწვრთნელია, ხოლო „რეალი“ მითიური კლუბია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ ესპანურ გრანდამდე გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„კარლო ანჩელოტი ლეგენდაა. ის ძალიან მორიდებული და განსაკუთრებული ადამიანია და შეუძლებელია მაღალ დონეზე არ შეაფასო. ჩვენ ისეთი მითიური გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობთ როგორიც „რეალია“. მომავალი 2 თამაში ფინალის მსგავსია და ისე მოვემზადებით როგორც ფინალისთვის. ბევრი რამ შესაძლოა მოხდეს. 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯებით, რომ გავიმარჯვოთ. მაქსიმალური მხარდაჭერა გვჭირდება, რომ ის ფაზლები გავიაროთ, რომლებშიც ვიტანჯებით. გულშემატკივრებთან უნდა ვიმუშავოთ, რომ შევქმნათ ატმოსფერო, რომელიც მცირე უპირატესობას მაინც მოგვცემს.
„რეალის“ მთავარი საშიშროება? როდრიგოს გადამწყვეტი გოლები გააქვს, ხოლო ვინისიუს ჟუნიორს შეუძლიათ დრიბლინგის ხარჯზე მარცხნიდან შეუტიოს და შეტევებს კარგად ასრულებს. ჯუდ ბელინგემი დიდი ფეხბურთელია, რომელიც საოცრად განვითარდა. ნებიმიერი ვინც „რეალს“ უპირისპირდება წნეხის ქვეშაა. შევეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს გერმანული მედია.
„ბაიერნი“ – „რეალის“ დაპირისპირება მიუნხენის „ალიანც არენაზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი