“დინამომ” მამარდაშვილი “ვალენსიაში” გაანათხოვრა

0
29

თბილისის “დინამომ” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიან კლუბში “ვალენსიაში” გაანათხოვრა.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრესსამსახურმა გაავრცელა:

“გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” წევრია. ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი გოლკიპერი ესპანური გრანდის შემადგენლობაში ერთწლიანი იჯარით ისპარეზებს, “ვალენსიას” კი მთელი წლის განმავლობაში ექსკლუზიური გამოსყიდვის უფლება ენიჭება.

გიორგი მამარდაშვილი 2012 წლიდან “დინამო”ს აკადემიაში იმყოფებოდა და ბოლო ორი სეზონი სათამაშო პრაქტიკის მიზნით განათხოვრებული იყო.

ეს ტრანსფერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დინამოს აკადემიისა და ხელმძღვანელობის სწორ სასელექციო და სატრანსფერო პოლიტიკას. ჩვენი მხრიდან კი წარმატებას ვუსურვებთ გიორგი მამარდაშვილს”.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ბოლო 2 სეზონი იჯარით თბილისის “ლოკომოტივში” ჩაატარა.