უნგრეთის ეროვნული ნაკრების ლიდერი დომინიკ შობოშლაი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს გამოტოვებს, იუწყება სააგენტო Reuters.
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ტრავმა 2020 წლის მიწურულს მიიღო, როდესაც „ზალცბურგში“ თამაშობდა, ის იანვარში „ლაიფციგში“ გადავიდა და ეიმედებოდა, რომ მომავალ ევროპირველობაზე ითამაშებდა, მაგრამ ოპტიმისტური პროგნოზი არ გამართლდა.
ევრო-2020-ის „სიკვდილის ჯგუფს“, სადაც პორტუგალია, საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი არიან, ბუდაპეშტი უმასპინძლებს. ასე რომ შობოშლაის უნგრელი გულშემატკივრების წინაშე თავის გამოჩენის შანსი არ ექნება.
ის ეროვნულ ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა.





