ფაბიო კვალიარელამ გენუის „სამპდორიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
გენუელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე დადო.
კვალიარელა „სამპდორიაში“ პირველად 2006-2007 წლებში გამოდიოდა, ხოლო მეორედ „სამპას“ მაისური 2016 წლიდან მოირგო.
მან გენუელთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 239 მატჩში მეტოქეთა კარი 99-ჯერ აიღო.
ის 2018-2019 წლების სეზონში გატანილი 26 გოლით იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
გასულ სეზონში კვალიარელამ სერია A-ში 33-ჯერ ითამაშა და 13 გოლი მიითვალა.
