ლონდონის „ჩელსის“ ესპანელი მცველი მარკოს ალონსო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.
ესპანელი მცველი გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება სხვებთან ერთად იზეიმა.
ჩემპიონთა ლიგის/ ჩემპიონთა თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტურნირის გამარჯვებული ბაბუის შემდეგ შვილიშვილი გახდა.
მარკოსის ბაბუ მარკიტოს ალონსო მადრიდის „რეალის“ იმ შემადგენლობაში თამაშობდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი ზედიზედ 5-ჯერ მოიგო, ის 2012 წელს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
