აგუერო „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

0
40

არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და უახლოეს პერიოდში „ბარსელონაში“ ჩაირიცხება.

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, აგუერო, რომელიც 2 ივნისს 33 წლის გახდება, „ბარსელონაში“ სამედიცინო შემოწ,ებას დღეს გაივლის.

ის კატალონიურ გრანდთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს.

აგუერო „სიტიში“ 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 390 მატჩში გატანილი 260 გოლით მანჩესტერელთა ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

არგენტინელი პრემიერ ლიგის ყველა დროის გოლეადორებში  მე-4 ადგილზეა.