საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ეროვნული ნაკრების მცველმა ჯემალ ტაბიძემ ოპერაცია გაიკეთა.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტაბიძეს ქირურგიული ჩარევა მუხლზე დასჭირდა და მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციამ კარგად ჩაიარა.
25 წლის მცველმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში 22 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და შეუცვლელად ჩაატარა.
„უფა“ მთელი სეზონი ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა და საბოლოოდ, 16 გუნდში მე-13 ადგილი დაიაკავა.
ტაბიძე „უფაში“ 2017-2018 წლების სეზონიდან გამოდის. მანამდე, ის ერთი სეზონი „ურალში“ ასპარეზობდა.
