საბა ლობჟანიძე კარიერას ისევ თურქეთში გააგრძელებს.
ajansspor.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გარემარბს სუპერლიგის კლუბმა „ჰათაისფორმა“ ოფიციალური წინადადებით მიმართა.
ლობჟანიძე, რომელმაც ბოლო ორი სეზონი „ანკარაგიუჯუში“ გაატარა, ამჟამად თავისუფალი აგენტია. აქვე გეტყვით, რომ მისი უკვე ყოფილი გუნდი სუპერლიგიდან გავარდა.
26 წლის ლობჟანიძემ გასულ სეზონში „ანკარაგიუჯუში“ ჩატარებულ 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა,





