„ვილიარეალის“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ევროპა ლიგა დამსახურებუილად მოიგო.
ესპანურმა გუნდმა 26 მაისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში გამართული ფინალში ინგლისური გრანდი პენალტების სერიაში 11:10 (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა) დაამარცხა და 98-წლიანი არსებობის ისტორიაშ პირველად ტიტული მოიპოვა.
„ბედნიერი ვარ. მოთამაშეები კლუბის პრეზიდენტისთვის, კლუბის მეპატრონისთვის, დირექტორთა საბჭის თავჯდომარესთვის მთელი სეზონი თავდაუზოგავად მუშაობდნენ. „ვილიარეალით“ ძალიან ვამაყობთ.
მიმაჩნია, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან კონკურენტუნარიანები ვიყავით.
„ვილიარელს“ ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია და ამ ტურნირში კიდევ ერთხელ მონაწილეობით დავტკბებით. ევროპა ლიგაში გამარჯვება მსურს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშიც მინდა“ – განაცხადა ფინალის შემდეგ ემერიმ, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში პირველმა ევროპა ლიგა/უეფას თასი 4-ჯერ მოიგო.
ის ასევე ერთადერთი, ვინც ამ ტურნირზე ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა – ეს „სევილიასს“ თავკაცობის დროს მოახერხა.
მომავალ სეზონში “ვილიარელი” როგორც ევროპა ლიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ამრიგად, ესპანეთს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 5 წარმომადგენელი ეყოლება.
