„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის თქმით, ფეხბურთში მატჩის ბედს ზოგჯერ ერთი დარტყმა წყვეტს.
მან ამის შესახებ 26 მასს პოლონეთის ქალაქ გდანსკში ევროპა ლიგის ფინალში „ვილიარეალთან“ პენალტების სერიაში 10:11 წაგების (მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა) შემდეგ განაცხადა.
„გასახდელში სიჩუმეა. გასახდელში ყველა იმედგაცრუებულია. თუმცა, ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ყველაფერს ერთი დარტყმა წყვეტს.
ამ გაკვეთილისგან სათანადო დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ეს შეგრძნება უნდა დავივიწყოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის არასოდეს დაბრუნდეს“ – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.
