„ვულვერჰემპტონმა“ ახალი მწვრთნელი მოძებნა

0
29

„ვულვერჰემპტონმა“, რომელსაც ზაფხულში პორტუგალიელი ნუნუ ესპირიტუ სანტუ დატოვებს, ახალი მწვრთნელი უკვე მოძებნა.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავის ტვიტერში იუწყება, რომ გუნდს ბრუნუ ლაგე გაუძღვება.

45 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ვულვზს“ პრაქტიკულად შეუთანხმდა და მხოლოდ დეტალებია დასაზუსტებელი.

მანამდე, ლაგეს მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ლისაბონის „ბენფიკაში“ (2019-2020 წლებში) უმუშავია.

ის ინგლისში „სუონსისა“ და „შეფილდ იუნაიტედში“ კარლუშ კარვალიალს ეხმარებოდა.