„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ინგლისში წლის საუკეთესო მწრთნელად დაასახელეს.
მან ინგლისის მწვრთნელთა ასოციაციის მიერ დაწესებული ყოველწლიური პრიზი მიიღო. ესპანელ სპეციალისტს ასეთი პატივი წილად მეორედ ხვდა. ის ნახსენებმა ასოციაციამ საუკეთესოდ პირველად 2017-2018 წლების სეზონში აღიარა.
გვარდიოლამ საპატიო ჯილდოსთვის ბრძოლაში მარსელო ბიელსას („ლიდსი“), დანიელ ფარკე („ნორვიჩი“), ემა ჰეიმსს („ჩელსის“ ქალთა გუნდი), დევიდ მოიესს („ვესტ ჰემი“) და ბრენდან როჯერსს („ლესტერი“) აჯობა.
