„ვალიადოლიდმა“ მთავარი მწვრთნელი გაუშვა

0
41

„ვალიადოლიდმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სერხიო გონსალესი დაითხოვა.

მას გუნდის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება არ აპატიეს და 4-წლიანი კონტრაქტი ნაადრევად შეუწყვიტეს.

სერხიო გონსალესთან ერთად გუნდს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების დატოვებენ.

ის „ვალიადოლიდს“ 2018 წლიდან ავარჯიშებდა. განვლილ სეზონში სერხიოს ხელმძღვანელობით გუნდმა 38 მატჩში 31 ქულა დააგროვა და 20 გუნდში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

სერხიო გონსალესი „ვალიადოლიდამდე“ 2014-2015 წლების სეზონში „ესპანიოლს“ ავარჯიშებდა.