„ნაპოლის“ პრეზიდენტმა გატუზო გაუშვა

0
32

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში ნეაპოლელებმა შინ „ვერონას“ (1:1) ვერ მოუგეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე გავიდნენ, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურუის გარეშე დარჩენას ნიშნავს.

გატუზოს გაწვრთნილი გუნდი ერთი ქულით ჩამორჩა ტურინის „იუვენტუსს“.

„ვერონასთან“ შეხვედრის შემდეგ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის ტვიტერის გევრდზე დაწერა:

„ძვირფასო რინო, ჩემთვის სასიამოვნო იყო შენთან თითქმის 2 წლის მანძილზე მუშაობა.

მადლობა გაწეული სამუშაოსთვის. გისურვებ წარმატებას სადაც არ უნდა წახვიდე. ვეხვევი, შენს მეუღლესა და ბავშვებს“.

გატუზო „ნაპოლიში“ 2019 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და გუნდს 2019-2020 წლების სეზონში იტალიის თასი მოაგებინა.