დიკ ადვოკატმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

0
23

ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა დიკ ადვოკატმა 73 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ნიდერლანდების ჩემპიონატის ბოლო ტურში ადვოკატის გაწვრთნილმა „ფეინოორდმა“ „უტრეხტი“ 2:0 დაამარცხა და როტერდამელებს კონფერენს ლიგის საგზური მოაპოვებინა.

ადვოკატმ შარსან დეკემბერში განაცხადა, რომე სეზონის ბოლოს მწვრთნელობას შეეშვებოდა და „უტრეხტთან“ თამაშის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

მან ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში იმუშავა, ხოლო ყველაზე მეტ წარმატებას პსვ-ში, „გლაზგო რეინჯერსაა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ მიაღწია.

ადვოკატის ხელმძღვანელობით პსვ-მ ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო. ნიდერლანდელის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა“ შოტლანდიის პრემიერ ლიგა და თასი ორ-ორჯერ მოიგო, ხოლო ლიგის თასს ერთხელ დაუეფლა.

ადვოკატმა „ზენიტს“ რუსეთის ჩემპიონატში, უეფას თასზე და უეფას სუპერთასზე გაამარჯვებინა.

მისი ხელმძღვანელობით ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატში ნახევარფინალში ითამაშა.