ლუის ენრიკემ ევრო-2020-ის მიღმა სერხიო რამოსი დატოვა

0
32

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი ვერ მოხვდა.

რამოსი ეროვნული გუნდის კაპიტანიცაა და „ფურია როხას“ ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა – 180.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს არჩევანი ასეთია:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი);

მცველები:  ხოსე გაია (ვალენსია), ჟორდი ალბა (ბარსელონა), პაუ ტორესი (ვილიარეალი), აიმერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, ინგლისი), მარკო ლორენტე (ატლეტიკო);

ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი), პედრი (ბარსელონა), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია);

თავდამსმელები : დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ჟერარდ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), პაბლო სარაბია (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი).

ესპანეთის ნაკრებში მომავალი ტურნირისთვის მადრიდის “რეალის” არცერთი ფეხბურთელია.

ესპანეთი ევრო-2020-ზე ჯგუფში სლოვაკეთთან, პოლონეთთან და შვედეთთან ერთად ითამაშებს. ეესპანელები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ქართველებოს მეტოქეები არიან და მარტში თბილისში ჩატარებული მატჩი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებზე 2:1 მოიგეს.