კვერნაძემ სეზონი „იუვენტუსთან“ მარცხით დაიწყო

0
1

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, იტალიის სერია A-ში ახალი სეზონი ტურინის „იუვენტუსთან“ საშინაო მარცხით დაიწყო – 0:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის გარემარბმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
სტუმრები მატჩის 22-ე წუთზე ბრემერმა დააწინაურა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლების კონტრშეტევის დროს, „ფროზინონეს“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო კვერნაძემ ერთი შეხებით დაამატა და ანგარიშის გათანაბრებამდე ცოტა დააკლდა. ის მეორე ტაიმშიც ცდილობდა მარცხენა ფლანგზე ეაქტიურა, მაგრამ გოლის გატანის მეტის შანსი აღარ ჰქონია.
ლაშა თაბაგარი