საბა საზონოვმა „ხეტაფეში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა.
მე-2 ტურში მადრიდელებმა გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგი“ მიიღეს და 1:0 დაამარცხეს, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-14 წუთზე გააფრთხილეს.
77-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა „ხეტაფესთან“ ორთაბრძოლაში ძალიან საეჭვო თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. მარტინის შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ბურთი მასპინძლების მეკარემ მოიგერია. „ხეტაფედან“ გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე ენეს უნალმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





