ქართველი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდში ჩაირიცხა

0
33

18 წლის ქართველი  ნახევარმცველი გიგი აბუაშვილი „პორტუში“ ჩაირიცხა.

მან პორტუგალიურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 47-ნომრიანი მაისური გადასცეს.

აბუაშვილის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში საქართველოს მოქმედ ჩემპიონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 2019 წელს 3 მატჩი ჩაატარა, ხოლო 2020 წელს ამდენივე შეხვედრა გამართა.