ლიონელ მესი ესპანეთის ლა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ბარსელონას“ 33 წლის არგენტინელმა კაპიტანმა განვლილ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 35 მატჩში 30 გოლი გაიტანა.
ის ლა ლიგის საუკეთესო გოლეადორი ზედიზედ მეხუთედ გახდა..
ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი თავდამსხმელებმა კარიმ ბენზემამ („რეალი) და ხერარდ მორენომ („ვილიარეალი“) დაკავეს, რომელთაც 23-23 გოლი გაიტანეს.
მესამე პოზიციაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ლუის სუარესი (21 გოლი) გავიდა.
გასულ სეზონში ლა ლიგის საუკეთესო მეპასე „სელტას“ ფორვარდი იაგო ასპასი გახდა, რომელმაც თავის ანგარიშზე 13 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
მესიმ და „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ 11-11 საგოლე პასი მიითვალეს.
მესამე ადგილზე 10 საგოლე პასით იანიკ კარასკო („ატლეტიკო“), ტონი კროოსი („რეალი“) და ხორხე დე ფრუტოსი („ლევანტე“) გავიდნენ.





