„მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერი ედერსონი ზედიზემ მეორედ პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა.
ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „ჩელსიმ“ შინ „ლესტერს“ 2:1 მოუგო და მასპინძელთა მეკარე მენდიმ გოლის გაშვების გამო „ოქროს ხელთათმანის“ მოპოვების შანსი დაკარგდა.
საქმე ისაა, რომ ედერსონმა მიმდინარე სეზონში კარი „მშრალად“ 18-ჯერ შეინახა, ხოლო მენდიმ – 16-ჯერ.
მესამე ადგილზე ბირმინგემის „ასტონ ვილას“ კარის დარაჯი ემილიანო მარტინესი, რომელმაც ბურთი 15 შეხვედრაში არ გაუშვა.
„სიტიმ“ ედერსონი 2017 წელს ლისაბონის „ბენფიკადან“ 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.





